ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

უფასო სასადილოს მომხმარებლებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

28 დეკემბერი, 2021

წინასაახალწლოდ, ტყიბულის უფასო სასადილოს მომხმარებლებს სასაჩუქრე პაკეტები  დაურიგდათ. საახალწლო ნობათი ბენეფიციარებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა  და  საკრებულოს წევრებმა  გადასცეს. ტრადიციულ სასაჩუქრე პაკეტების პარალელურად, მერმა ბენეფიციარებს დამდეგი 2022 წელი სადღესასწაულო ტორტით მიულოცა, რომელიც მათთან ერთად საზეიმოდ გაჭრა.

         

უფასო სასადილოს სერვისით დღეისათვის 106 სოციალურად შეჭირვებული ადამიანი სარგებლობს. სურსათითა და ტკბილეულით დაკომპლექტებული საჩუქრები ამჯერად 90-მა ოჯახმა მიიღო. აღნიშნულ აქტივობას ორგანიზება, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა გაუწია.

გააზიარე