ტყიბულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება
18 იანვარს ტყიბულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე მოეწყობა სისხლის გაღების აქცია, რომელშიც ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
სისხლის გაღების მსურველთა ასაკი განისაზღვრება 18-დან 60 წლამდე. აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.