ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღამის მორიგე ჯგუფებს ახალი წელი მიულოცეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, მოადგილეებთან ერთად იმ ორგანიზაცია-დაწესებულებათა ღამის მორიგე ჯგუფებს ესტუმრნენ, რომლებიც ახალი წლის ღამეს პროფესიული მოვალეობას ასრულებენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დღესასწაული მიულოცეს და წარმატებული 2022 წელი უსურვეს, პოლიციის, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის" ტყიბულის კლინიკის, ,,შაორჰესის’’, ,,საქნახშირის“, სამთო-სამაშველო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების მორიგე თანამშრომელბს.