ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დავით ჩერქეზიშვილმა მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

3 მარტი, 2022

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს, დედის დღეს ოჯახებში მიულოცეს. მათ ბედნიერება უსურვეს და ყვავილებთან ერთად სასაჩუქრე კალათები გადასცეს.

       
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 44 მრავალშვილიანი დედა, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ არასრულწლოვანი, მათგან ყველამ მიიღო სჩუქარი. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს!

 

 

გააზიარე