ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

შეხვედრა ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან

18 აპრილი, 2022

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, პროექტის - ,,ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დანერგვა“ ფარგლებში, ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს შეხვდნენ.

                    

 პროექტი, UNICEF-სა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ,,ბავშვის უფლებათა ცენტრის” მიერ ხორციელდება, რომელშიც იმერეთის რეგიონის ათ სკოლას შორის გამარჯვებულია ორპირის საჯარო სკოლა, პროექტით - ,,გადარჩენილი სიცოცხლე“.

 ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომლის ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია პროექტის აქტუალურობის, მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. შეხვდრაზე, ასევე ისაუბრეს ბავშვის უფლებათა კონვენციის, მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მოვალეობების შესახებ და მოზარდთათვის შესაძლო დახმარების საკითხებზე.

გააზიარე