ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილი, 2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის პარკში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა ხსოვნას.

 ,,9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გასწირა თავისუფლებისათვის. გისურვებთ ყველას, თავისუფლება, დამოუკიდებლობა ყოფილიყოს არამხოლოდ ერთხელ მოტანილი, არამედ ჩვენი ხელებით, გულებით, გონებით მუდამ დაცული. ყველაზე რთული მოპოვებულის შენარჩუნებაა, დღესაც გვაქვს უზარმაზარი გამოწვევები და მნიშვნელოვანია ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, კუთხის, ოჯახის სამსახურში და მარადიულად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დავით ჩერქეზიშვილმა.


 დღესვე, ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.  1989 წლის 4 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები 9 აპრილს სასტიკი დარბევით დასრულდა. მიტინგის დაშლისას დაიღუპა 21 მოქალაქე, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანება და ინტოქსიკაცია მიიღო ასობით ადამიანმა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა, როგორც დიდი ტრაგედიისა და ამავდროულად დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

გააზიარე