აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტყიბულში სხადასხვა სახის აქტივობები განხორციელდა, მათ შორის, მოეწყო დასუფთავების აქცია.
დასუფთავების სამუშაოებში ა.(ა.)ი.პ კომუნალური გაერთიანების სამსახურთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიები პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. ღონისძიებას, ასევე შეუერთდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა და ააიპ ორგანიზაციები, მათ თავიანთი ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
გარდა ამისა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით 24 და 25 აპრილს 07:00-დან 19:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ( N1 ავტობუსი) მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.