ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოლომონ I-ის ძეგლის მოწყობის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი გამოცხადდა

2 ოქტომბერი, 2022

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ,  სივრცულ-მოცულობითი კომპოზიციის კონცეფციაზე - „სოლომონ მეფე“/ხრესილის ბრძოლის მთავარი გმირი, ძეგლის მოწყობის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე   კონკურსი გამოცხადა. კონკურსანტმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 14  ნოემბრის ჩათვლით.

  სივრცულ-მოცულობითი კომპოზიციის კონცეფცია უნდა გადმოსცემდეს მეფე სოლომონ I-ის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში და როგორც ხრესილის ბრძოლის მთავარი გმირის სახეს. 
 

  გასაწევი მომსახურება მოიცავს: არქიტექტურულ გადაწყვეტას, ესკიზური პროექტის შემუშავებას, საპროექტო სამუშაოების ჩატარებას, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და საავტორო ზედამხედველობას ძეგლის მოწყობის სამუშაოების დასრულებამდე. გამარჯვებულმა კონკურსანტმა გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს საჯარო განხილვის მოწყობა და მაკეტის დამზადება.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში - https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=477110&lang=ge

საკონკურსო დოკუმენტაცია- https://drive.google.com/file/d/111gP-_rGUsOz7QyCouNJLqeDlXbMw6D8/view?usp=sharing

გააზიარე