ტყიბულის ,,ორბის“ დახვედრის საზეიმო ღონისძიება
ტყიბულის სპორტის სასახლეში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ,,ა“ ლიგის გამარჯვებული საკალათბურთო გუნდის, ტყიბულის ,,ორბის“ დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ერემონიაზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას და ტყიბულის ,,ორბს“ მიღწეული შედეგი მიულოცა, გუნდს მომავალი წარმატებები უსურვა და მწვრთნელები, ირაკლი ტომარაძე და ნინო ყიფშიძე გამოვლენილი პროფესიონალიზმისათვის სპეციალურ სიგელებთან ერთად, ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას გულშემატკივრებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ საქარ თველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის, ზესტაფონის, თერჯოლისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, საკალათბურთო კლუბ - ,,ორბის“ პრეზიდენტი, თორნიკე გიორგაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.
საზეიმო ღონისძიებას მხატვრული ნომრებით ალამაზებდნენ, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ,,ცხრაჯვარი“ და ,,ერთა“.
აღსანიშნავია, რომ საკალათბურთო გუნდი ტყიბულის ,,ორბი“ გასული წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა და მოკლე დროში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ტყიბულის ისტორიაში პირველად, ჩვენი ქალაქის საკალათბურთო გუნდი ახალი სეზონიდან სუპერლიგაში იასპარეზებს.