ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.

კახაბერ გულედანმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინეს.
უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.
მეწყრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი და ადგილიბრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან.