ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის შეხვედრა ტყიბულში

9 მარტი, 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გაცნობით ხასიათის შეხვდა გამართეს.

              

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომელთაც სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ახორციელებს.

საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი, საგანმანათლებლო პროგრამის, „სამხედრო საათის“ დანერგვის შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც, ომის ვეტერანები, ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ კვალიფიციური ინსტრუქტორები, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ მომავალ თაობას.

დავით კუბლაშვილმა მზაობა გამოთქვა ხელი შეუწყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე, მერის პირველი მოადგილე, ლევან ჩხიკვაძე, ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე.

გააზიარე