სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები ცუცხვათის, კურსებისა და ჯვარისას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

სოფლებში გამართულ შეხვედრებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან ჩხიკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მოსახლეობამ შეხვედრებზე პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და ხმათა უმრავლესობით მხარი შემდეგი პროექტების განხორციელებას დაუჭირა:
ცუცხვათი - რეზერვუარებისა და წყლის მილების შეძენა;
კურსები - საბავშვო ბაღისთვის ატრაქციონების შეძენა და გარე განათების მოწყობა;
გელათი, მოწამეთა, ლაშია, ოჯოლა, ლეყერეთი, ხორჩანა, ჯვარისა - შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.