ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.

12 თებერვალი, 2026

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

  

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საწირისა და ხრესილის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილზე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მხარი შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას და სასაფლაოების შეღობვას დაუჭირა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 542000 ლარი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად 47 სოფელზეა გადანაწილებული.

გააზიარე