მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლის - ,,ფიროსმანი“ პრემიერა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლის - ,,ფიროსმანი“ პრემიერას დაესწრო.

„ფიროსმანი“ მოწვეულმა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა დადგა და სწორედ ამ ნამუშევრით წარდგება ტყიბულის თეატრალური დასი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე.