14 მიმართულებით, ქალაქის შიდა გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა და ქალაქის შიდა გზების პროექტის ფარგლებში, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
თემურ ჩუბინიძე, ტყვარჩელისა და ჭელიშვილის ქუჩებზე, გზის დაგების პროცესს დაესწრო და სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობას გაესაუბრა. ქალაქში, გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს 14 მიმართულებით, შ.პ.ს. ,,ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს, რომელის საერთო ღირებულება 300000 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე, ხუთი ქუჩის კეთილმოეწყობა უკვე დასრულებულია, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კი 5 მარტამდე გაგრძელდება.