ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი C პეპატიტის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის დაჯილდოვდა

17 თებერვალი, 2020

ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი C პეპატიტის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის დაჯილდოვდა.

,,იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან” ამ სახელოწოდებით გაიმართა კონფერენცია ქუთაისში, სადაც ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადორებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, მადონა ქასრაძეს პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის წარმატებით განხორციელებისათის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მადლობის სიგელი გადასცა.

კონფერენციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

გააზიარე