ადგილობრივი ხელისუფლების წარმომმადგენლებმა სოციალური დისტანცირების დაცვის კუთხით არსებული ვითარება შეამოწმეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და სავაჭრო ობიექტებში
.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეწარმეებს და მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებისკენ მოუწოდეს და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები დაარიგეს.
პირბადეების შესყიდვაზე ინიციატივა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ გამოთქვა, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ აქტიური კომუნიკაციის პროცესში, შპს. ,,ქართული ტექსტილის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გვენეტაძემ მიიღო გადაწყვეტილება ტყიბულში წარმოებული პირბადეები უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქისთვის.
პირბადეების დარიგება მოსახლეობაში ეტაპობრივად ხორციელდება.ტყიბულის მუნიციპალიტეტი გაწეული ქველმოქმედებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის აღნიშნულ კომპანიას და მის ხელმძღვანელს.