ახალი პროექტი ახალგაზრდებისთვის
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე და შესაბამისი სამსახური წარმომადეგნლები, სტუდენტური პარლამენტის და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ პროექტებს გაეცვნენ, რომელიც ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისათვის შესაძლებელია მუნიციპალიტეტში განხორციელდეს.
„განავითარე შენი რეგიონი“, „საზაფხულო ქალაქი“, „ლიდერთა ზამთრის სკოლა“ და „სტაჟირების პროგრამა საქართველოს პარლამენტში“ ეს ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს აძლევს შანსს განავითარონ საკუთარი თავი და სამომავლოდ წარმატებას მიაღწიონ.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტის დეტალები გააცნეს და აქცენტი მის მნიშვნელობაზე გააკეთეს. ,,განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში ხდება ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა-მობილიზება და მრავალფეროვანი აქტივობებით მათი სოციალური უნარების განვითარება.
პროქტი უკვე წლებია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება და მას განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მისი მეშვეობით, შესაძლებელია, ახალგაზრდა თაობის მასობრივი ჩართვა სახელმწიფოს განვითარების პროცესში. პროექტის ფარგლებში, ასევეა შესაძლებელია მასშტაბური საზაფხულო და ზამთრის ბანაკების მოწყობა, რაც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაზე.