ახალი საკონფერენციო დარბაზი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ტყიბულში, ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში იდეების კონკურსი ცხადდება.
გასულ წელს, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა იდეამ- ,,ღია საკონფერენციო სივრცე, ყველასთვის მისაწვდომი შეხვედრების ოთახი".
შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თეატრში მოეწყო 30 ადამიანზე გათვლილი, თანამდეროვე სტანდარტების საკონფერნციო დარბაზი, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.