ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ჭადრაკში გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 აპრილი, 2022

 ქალაქის საჯარო სკოლებს შორის ჭადრაკში, გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ადგილზე - N1 სკოლის, ხოლო II და III ადგილებზე კი - N5 და გურნის სკოლების ნორჩი მოასპარეზეები გავიდნენ.
5-დან 14 აპრილის ჩათვლით, ორ ეტაპად, ფიდეს წესებით, წრიული სისტემით მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყო 40 მოზარდი, სულ 10 გუნდი (5 - ქალაქი, 5 - სოფელი).


 ფინალურ შეხვედრებში გამოვლენილი საუკეთესო სამეული მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ირინა კორძაიამ დააჯილდოვეს. ნორჩ მოჭადრაკეებს პრიზებიც გადაეცათ, გამარჯვებულ გუნდს - დიპლომი და თასი, ხოლო თითოეულ მონაწილეს - მედალი და დიპლომი. გარდა ამისა, I ადგილზე გასულმა მოთამაშეებმა საჩუქრად „ბიბლუსის“ 150 ლარიანი ვაუჩერი მიიღეს, ხოლო II და III ადგილებზე გასულებმა - 100 და 50 ლარიანი ვაუჩერი.

 მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს, ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ჭადრაკი არის ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რათა ადამიანი განვითარდეს და პროგრესი მოკლე დროში განიცადოს. ღონისძებას ორგანიზება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა“ და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციამ გაუწიეს.

გააზიარე