დასახლების საერთო კრებები ორპირის ადმინისტრაცულ ერთეულშ
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთა კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს .
ამჯერად, შეხვედრები ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. ორპირში ამომრჩევლებთან კონსულტაცია, ხოლო სოფლებში: ლაფეთი, ჯონია, კოკა, ოხომირა, მანდიკორი, შუყერი, ნაბოსლევი, ზედა და ქვედა ჭყეპი დასახლების საერთო კრებები ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 112 000 ლარი დაიხარჯება.
პროგრამის ფარგლებში, ორპირის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად საბავშვო ბაღის ეზოს შეღობვა დაასახელა, ხოლო სხვა სოფლებში ადგილობრივებმა გარე განათებისა და შიდა გზების კეთილმოწყობა გადაწყვიტეს