ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დასახლების საერთო კრებები საწირის და ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულებში

22 თებერვალი, 2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთა კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრები ხრესილისა და საწირის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საწირეში ამომრჩევლებთან კონსულტაცია, ხოლო სოფლებში: ძიროვანი; ზედუბანი; დაბაძველი; ხრესილი; ბუეთი; ახალდაბა; გადაღმა წყალწითელ; გადმოღმა წყალწითელა; ლეღვა; ივანეული; ძუყნური, დასახლბის საერთო კრებები ჩატარდა.

საწირეში პრიორიტეტულ საკითხად სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა დასახელდა, ხოლო სხვა სოფლებში ადგილობრივებმა გარე განათების მოწყობა, სასმელის წყლის პრობლემის მოგვარება და შიდა გზების კეთილმოწყობა გადაწყვიტეს.

გააზიარე