ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დუმბაძის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

18 თებერვალი, 2022

დუმბაძის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.თანამედროვე სპორტული მოედანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ ბავშვებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

        

ძიძიგურის სახელობის შახტის მიმდებარედ, სპორტული მოედნის მოწყობის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდების თხოვნის საფუძველზე მიიღო. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 115 300 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებში მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარებები და გარე განათების სისტემა. მოედანი, ასევე, შემოისაზღვრა ბადე-პანელებით.

გააზიარე