ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

,,ევროპის დღეები" ტყიბულში

6 მაისი, 2023

იმერეთში ,,ევროპის დღეების“ აღნიშვნა ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა და ახალგაზრდებთან, ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

     

მოწვეულმა სპიკერებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ ყურადღება გაამახვილა ამავე ორგანიზაციის როლზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.

                   

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმომადგენელმა, თიკო ენდელაძე ისაუბრა უვიზო მიმოსვლასა და მის ფარგლებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.ღონისძიების დასასრულს, გაიმართაა ღია ინტერაქტივი და აქტივობაში ჩართულ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, ხოლო სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა კი, თემატური ნამუშევრები ადგილზე შეასრულეს.

,,ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მე -11 წელია იმართება.

გააზიარე