ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

11 ივლისი, 2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას აგრძელებს.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით.
სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
სამხედრო სამსახურის პერიოდში წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. რეზერვისტს უნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური და სოციალური დახმარება. საბრძოლო მომზადება, მთელი წლის განმავლობაში, 45 დღე.
საბუთები მიიღება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.
ქ. თბილისი - ეროვნული გვარდია, ვ. გორგასლის ქუჩა N89,
(+995 032) 2 75 26 44 (+995 595) 06 03 44
ქ. მცხეთა - აღმაშენებლის ჩიხი, (+995 591) 55 15 68
ქუთაისი - მე-3 ქვეითი ბრიგადა, ახალგაზრდობის გამზირი, N1 შესახვევი, (+995 577) 19 73 05

გააზიარე