გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილია ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ნავთობპროდუქტების საცავის (ავტოგასამართი სადგურის) მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება.
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული -https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33624) .
გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა უზრუნველყოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის 25 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge