გაფართოებული თათბირი კორონავირუსთან დაკავშირებით
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა.
➡️ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, მადონა ქასრაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, გააცნო საქართველოში და მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაცია, ისაუბრა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ, გადაცემის გზებზე, თვითიზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებების მნიშვნელობაზე, ასევე იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლის გატარება და დაცვა აუცილებელია COVID-19-ის გავრცლების თავიდან ასაცილებლად.
➡️ შეხვედრაზე შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.