ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

,,გვირილობა - 2019"

3 მაისი, 2019

,,გვირილობის“ დღესასწაული ქუთაისში სახალხო ზეიმით აღინიშნა. მუხნარის ტყე–პარკში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი, შემოქმედებითი ღონისძიებებით, ეთნოგრაფიული კუთხითა და ტრადიციული სამზარეულოთი იყო წარმოდგენილი. ტყიბულმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით წარმოადგინა თავისი კუთხის ტრადიციები.

მუხნარის ტყეში მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოები, ფერწერული ტილოები და ტყიბულის ჩაი, რომლის დაგემოვნება ყველა მსურველს შეეძლო. ტყიბულის კუთხეს, ასევე აშვენებდა პატარა მეშახტეები, ქვანახშირით დატვირთული ვაგონები და სამხატვრო სკოლის მიერ შექმნილი პერსონაჟები, ქართული მხატვრული ფილმიდან ,,შერეკილები“, რომელიც გულგრილს არავის ტოვებდა.

იქვე იყო მოწყობილი მინიატურული ტბა, რომელშიც ცოცოხალი თევზები დაცურავდნენ. სახალხო დღესასწაულზე, სხადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობებთან ერთად კონცერტიც გაიმართა, სადაც ანსამბლების, ,,ცხრაჯვარისა“ და ,,დავითიანის“ მოცეკვავეებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, კონცერტზე მუსიკალური ნომრით, ასევე წარსდგნენ ხელოვნების სკოლის მოსწავლეები და პატრიოტულ თემატიკაზე ლექსი წაიკითახა თემურ კუპრაშვილმა. ქართულ ჭიდაობაში, გუგა ალავიძემ მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო თენგიზ ვარდოსანიძე, საცხენოსნო შეჯიბრში მე-2 ადილზე გავიდა. ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე, მხარის და ქალაქის სხვა წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

გააზიარე