გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - „ლაჯანური-წყალტუბოს“ 500 კვ ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და
ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემა“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ცაგერის, ტყიბულის და
წყალტუბოს მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2025 წლის 22 მაისი, 16:30 საათი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯვარისას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 31 მარტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა „ლაჯანური-წყალტუბოს“ 500 კვ ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება. გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/31d1acdf-3865-45d5-a1af-2b4209e73bc3
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge