ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ისტორიული თხზულებების წერის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

29 თებერვალი, 2020

გელათის მონასტრის აკადემიის დარბაზში სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიება და ისტორიული თხზულებების წერის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა, სადაც საპრიზო ადგილებზე გასულმა მოსწავლლეებმა საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია მოაწყვეს, ხოლო მოწვეულმა ისტორიკოსებმა წაიკითხეს ლექცია დავითის ფენომენის შესახებ.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წამომადგენლები ესწრებოდნენ.

აკადემიის დარბაზში შესრულდა რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც და გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება. მუნიციპალიტეტის სახელით კონკურსის ყველა მონაწილე და ღონისძიებაში ჩართული პედაგოგები უახლესი ქართული გამოცემებით დაჯილდოვდნენ, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულებს სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად და ფულადი პრიზები( I ადგილი 200, II - ადგილი 150, III -ადგილი 100 ლარი) გადაეცათ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის ისტორიული თხზულების წერის კონკურსი დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 10 თებერვალს მოაწყო, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I ადგილი - ანი გოგიაშვილი - (N6 საჯარო სკოლა ,X კლასი)  თემა იხილეთ ბმულზე -

https://drive.google.com/…/1Vwyu51pet-xFVSelnDXvGRKKV…/view…

II ადგილი - ქრისტინე მიქიაშვილი - (N5 საჯარო სკოლა-,XII კლასი)  თემა იხილეთ ბმულზე -https://drive.google.com/…/1QwHOCODQ2koAI5y5EQiBifQxH…/view…

III ადგილი -

სოფიო ჩაფიძე - ( N5 საჯარო სკოლა , XII კლასი) -თემა იხილეთ ბმულზე - https://drive.google.com/…/16FQJXwT34Y88KGKJvt22dheM9…/view…

ანა გვეტაძე - (N6 საჯარო სკოლა ,XI კლასი)- თემა იხილეთ ბმულზე -

https://drive.google.com/…/1OFldowb8TKB28-tgcPGCr5xp-…/view…

ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ინიციატივითა და ორგანიწებით მოეწყო.

გააზიარე