ისტორიული თხზულების წერის კონკურსი
დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის №6 საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მოსწავლეთათვის ისტორიული თხზულების წერის კონკურსი გაიმართა. კონკურსში საჯარო სკოლების IX-X-XI-XII კლასის 28 მოსწავლე ჩაერთო.
საკონკურსო თემები იყო:
• ,,დავითი რეფორმატორი“
• ,,დავითი მთავარსარდალი“
• ,,ძლევაი საკვირველი - დიდგორის ბრძოლა“
• ,,გასწიე იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“
• ,,დავითი მწიგნობარი“
კონკურსანტებს ობიექტურობისათვის, შტრიხკოდიანი სამუშაო ფურცლები გადაეცათ და დროის ხანგრძლივობა 3 საათით განესაზღვრათ.
მოსწვლეთა ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი
ანი გოგიაშვილი - (N6 საჯარო სკოლა -X კლასი)
II ადგილი
ქრისტინე მიქიაშვილი - (N5 საჯარო სკოლა- XII კლასი)
III ადგილი
სოფიო ჩაფიძე - ( N5 საჯარო სკოლა - XII კლასი)
ანა გვეტაძე - (N6 საჯარო სკოლა -XI კლასი)
გამარჯვებულთა დაჯილდოება და ნამუშევრების პრეზენტაცია გელათის მონასტრის აკადემიის დარბაზში გაიმართება და საპრიზო ადგილებზე გასულებს სამახსოვრო სჩუქრები და ფულადი პრიზები( I ადგილი 200, II - ადგილი 150, III -ადგილი 100 ლარი) გადაეცემა.
ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ინიციატივითა და ორგანიწებით მოეწყო.