ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

კორეეთში მცხოვრებ ავთანდილ მხეიძეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი წელი მიულოცეს

31 დეკემბერი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ტყიბული მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ გურნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კორეეთში მარტოდ მცხოვრებ ავთანდილ მხეიძეს შობა-ახალი წელი მიულოცეს.

იგი ერთადერთი ადამიანია, რომელიც აღნიშნულ სოფელში ხვდება 2020 წელს.

ავთანდილ მხეიძე თითქმის 30 წელია, კორეეთში ცხოვრობს და სოფელი არასდროს დაუტოვებია.

სოფელ კორეეთში წლების წინ 15 კომლი ცხოვრობდა.

გააზიარე