ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მენოდარ ვახტანგაძეს იუბილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს

21 თებერვალი, 2020

დამსახურებულ მასწავლებელს, ღვაწლმოსილ ხელოვანს, ღირსების ორდენის კავალერს, ტყიბულის საპატიო მოქალაქეს, ნოდარ ვახტანგაძეს 92 წელი შეუსრულდა.

თვითნასწავლ კომპოზიტორს და მრავალი თაობების აღმზრდელს საიუბილეო თარიღი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა ალეკო ბიბილაშვილმა მიულოცეს.

    

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნოდარ ვახტანგაძეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს და მუნიციპალიტეტის სახელით ფულადი საჩუქარი (300 ლარი) გადასცეს.

გააზიარე