ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოჯახში მიულოცეს

9 მაისი, 2022

 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ტყიბულში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ელენა გველესიანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოჯახში მიულოცეს და სასაჩუქრე კალათასთან ერთად ფულადი საჩუქარი გადასცეს. 

 9 მაისთან დაკავშირებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება ელენა გველესიანის მსგავსად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებულმა პირებმაც მიიღეს.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული გრიგოლ გაბრიაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

გააზიარე