მერია 70 წელს გადაცილებილი მარტოხელა მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს 70 წელს გადაცილებილი მარტოხელა მოქალაქეებისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების დარიგებას. სურსათის დარიგების პროცესში მერიის თანამშრომლები ჩაერთვნენ, რომლებმაც პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები ხანდაზმულებს სახლებში მიუტანეს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დახმარება 150 -მა მარტოხელა მოხუცმა მიიღო.