ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მერია ნორჩი ფეხბურთელების სამწვრთნელო შეკრებას დააფინანსებს

18 ივლისი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტეს“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი წინა საშეჯიბრო შეკრებას ქობულეთში გაივლის.

ცენტრალურ სტადიონზე პატარა ფეხბურთელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე შეხვდა და მათ ეს გადაწყვეტილება პირადად ამცნო.

სამწვრთნელო შეკრება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება და 10 დღის მანძილზე ყველ პირობა იქნება შექმნილი ბავშვების სათანადო მომზადებისთვის. 18 გამორჩეული ფეხბურთელი იმ ასაკობრივი ჯგუფებიდან შეირჩნენ, რომლებიც ჩემპიონატებში იღებენ მონაწილეობას.

ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობას და საფეხბურთო კლუბ ტყიბულის ,,მეშახტისთვის“ ადგილობრივი კადრების მომზადებას.

ნორჩი ფეხბურთელები ქობულეთში 20 ივლისს გაემგზავრებიან.

გააზიარე