ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მერის მილოცვა

1 ივნისი, 2020

ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
მართალია წელს 1 ივნისს განსხვავებულად, თუმცა შენარჩუნებული სადღესასწაულო განწყობით ვხვდებით.
მინდა ბედნიერი, ლაღი და ღიმილიანი ბავშვობა გისურვოთ, მზიანი და ლამაზი დღეებით სავსე იყოს თქვენი ცხოვრება.
ვისურვებდი თითოეულ თქვენგანს წარმატებული მომავლი ჰქონდეს, ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობაც ხომ ეს არის, ვიზრუნოთ თქვენზე და შეგიქმნათ ღირსეული გარემო აღზრდა-განვითარებისთვის. თქვენი კეთილდღეობა და წარმატება ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღეა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჯანმრთელობასა და ერთიან, ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!

პატივისცემით,
თემურ ჩუბინიძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი

გააზიარე