ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მერის მილოცვა

18 აპრილი, 2020

 

ძვირფასო ტყიბულელებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყვინვალე დღესასწაულს!
აღდგომა სიყვარულის, სიკეთის, სიცოცხლის გამარჯვების, რწმენის და საყოველთაო განახლების დღესასწაულია. ახლა როგორც არასდროს, უხილავ მტერთან ბრძოლაში ისე გვჭირდება ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის მოფრთხილება და გამარჯვება.
,,ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა“.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და კეთილდღეობას გისურვებთ.
ქრისტე აღდგა!
უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

პატივისცემით,
თემურ ჩუბინიძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი

გააზიარე