ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მერის მილოცვა

1 იანვარი, 2023

ჩემო ძვირფასო ტყიბულელებო, მინდა სულითა და გულით მოგილოცოთ ახალი 2023 წელი!

დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების მომტანი იქნება როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და სიკეთით სავსე ახალ წელიწადს!

ჩვენი მთავარი საზრუნავი თქვენი კეთილდღეობა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარებაა, რათა ჩვენი ცხოვრება უკეთესი და საინტერესო გავხადოთ, ხოლო ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მიმზიდველი, რასაც ერთად აუცილებლად შევძლებთ!

ინებოს ღმერთმა ბედნიერი ახალი წელიწადი თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის!

საუკეთესო სურვილებით,

დავით ჩერქეზიშვილი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი

გააზიარე