,,მეშახტე U14“- ს სპორტული ეკიპირება გადაეცა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტე U14“-ის წევრებს სპორტული ეკიპირება გადასცა. ნორჩი ფეხბურთელები მერთან ერთად დააჯილდოვეს, მერის მოადგილემ, ალექსანდრე ქათამაძემ, კლუბის პრეზიდენტმა, ლევან ჯაფარიძემ და ს/კ ,,ტყიბულის მეშახტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა.
აღსანიშნავია, რომ ,,მეშახტე U14“იმერეთის ღია ჩემპიონატში, როინ კვასხვაძის სახელობის თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს და ზედიზედ რამდენიმე მოგების შედეგად ჯგუფში პირველ ადგილს ინარჩუნებს.