ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მინი ფეხბურთის ჩემპიონატი იწყება

7 აგვისტო, 2025

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2025 წლის პირველობაზე მოყვარულთა შორის მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება.

ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოყვარულს 18 წლის ასაკიდან. დაუშვებელია გუნდის შემადგენლობაში იყოს საქართველოს ჩემპიონატში ან სხვა პროფესიონალურ ლიგაში მონაწილე ფეხბურთელი.

მონაწილე გუნდმა, 11 აგვისტოდან 21 აგვისტოს 14:00 საათამდე, განაცხადი უნდა წარმოადგინოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მე-3 სართულზე, ოთახი №310.

განაცხადში ნებადართულია არანაკლებ 7 და არაუმეტეს 10 წევრის, მათ შორის, წარმომადგენელი პირის განსაზღვრა. განაცხადს თან უნდა დაერთოს მოთამაშეთა პირადობის მოწმობების ასლები (სავალდებულოა ორი ასლი), ტელეფონის ნომრები და გუნდის სახელწოდება.

გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცემათ.

თამაშები გაიმართება ქ. ტყიბულის სპორტულ მოედანზე (საცურაო აუზის მიმდებარედ). კენჭისყრა შედგება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს 19:00 საათზე. კენჭისყრაზე გუნდების წარმომადგენელთა დასწრება სავალდებულოა.

ჩემპიონატი დაიწყება 22 აგვისტოს.

საკონტაქტო ტელეფონი: 595 93 47 77

განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/…/1Orj4OOtvTbApnRxn…/edit…

გააზიარე