მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ,,ქალაქელებმა“ მოიგო
მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოყვარულთა შორის იმართებოდა, გამსახურდიას ქუჩის გუნდმა ,,ქალაქელებმა“ მოიგო. მეორე ადგილზე გუნდი ,,ხრესილი“ გავიდა, მეასმე ადგილისთვის ,,სწირის კურორტი“ და ,,კეცხოველი“ იბრძოდნენ, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა.
გამარჯვებული გუნდები თასებითა და ფულადი პრიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის გნვითარების სამსახურის უფროსმა, ალეკო ბიბილაშვილმა დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა 400 ლარი მიიღო, მეორეზე - 300, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს - 200 ლარი გადაეცა.
ასევე, დასაჩუქრდნენ საუკეთესო მეკარე-გიორგი ანდრიაძე (,,ჯი.პი. ბი“) , საუკეთესო მცველი - გიორგი თოდიძე( ,,ქალაქელები“), საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა ფოფხაძე (,,კეცხოველი“), საუკეთესო თავდამსხმელი - დავით ობოლაძე -(,,ხრესილი „) საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე კირკიტაძე (,, საწირის კურორტი“) , ტურნირის ხანდაზმული მონაწილე - ავთანდილ მანჯავიძე (,,გურამიშვილი“) .
მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის გნვითარების სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. მას მხარდაჭერა კომპანია „ლიდერბეთმა“ გაუწია, რომელმაც ჩემპიონატი სასაჩუქრე ბურთებითა და მონაწილეთა ეკიპირებით უზრუნველჰყო. ტურნირი, რომელშიც 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას, საწირის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.