ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

11 იანვარი, 2023

მოქალაქეთა საყურადღებოდ!!

 ტყიბულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია შენობა-ნაგებობების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები.

მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი, ლიპყინული), ხილვადობა გაძნელებულია და აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გთხოვთ, თავი შეიკავოთ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისგან.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.

მუნიციპალიტეტში, ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 599273250

გააზიარე