მუნიციპალიტეტის მერმა ახლად დანიშნული მოადგილე და კულტურის ობიექტების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ა.(ა).ი.პ. " კულტურის ობიექტების გაერთიანების" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მერმა სამსახურს ახლად დანიშნული მოადგილე, სფეროს კურატორი, ალექსანდრე ქათამაძე და კულტურის ობიექტების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი, ქეთევან გოცირიძე, წარუდგინა.
დავით ჩერქეზიშვილმა კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია ხეთერელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განახლებულ გუნდთან ერთად წარმატებები უსურვა. მერმა ახალ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში კულტურის მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.