მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები „ნაიოს“ ცენტრში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლევან ჩხიკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან ერთად, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.

აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარები ადრეული განვითარების უფასო სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობენ. ბავშვები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით კვალიფიციურ მომსახურებას ადგილზე იღებენ.