ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

N2 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

2 თებერვალი, 2021

ტყიბულში, N2 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლისთვისაც 2 534 362 ლარი იხარჯება.

პროექტის დასრულების შემდე სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით.

სასწავლო შენობაში საკლასო ოთახებისა და დირექციის გარდა, გათვალისწინებულია კვების ბლოკი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით. სკოლას ასევე ექნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორია და თანამედროვე გათბობის სისტემასთან ერთად, ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლის ეზოში მოეწყობა გარე სპორტული მოედანი.

N2 საჯარო სკოლა ძველი შენობის ადგილზევე შენდება, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა.

გააზიარე