N3 საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ტყიბულში N3 საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელედება. პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბნიძე დაინტერესდა, რომელიც არსებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 4 ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 540 000 ლარი იხარჯება.
ახალი ბაგა-ბაღი სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს,,თაგი“ აწარმოებს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.