ნოდარ ვახტანგაძეს იუბილე ქალაქის ხელმძღვანელობამ მიულოცა
რესპუბლიკის დამსახურებულ მასწავლებელს, კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, ღირსების ორდენის კავალერს, ტყიბულის საპატიო მოქალაქეს, ნოდარ ვახტანგაძეს 91 წელი შეუსრულდა.
დამსახურებულ ხელოვანს, ქალაქის ხელმძღვანელობამ საიუბილეო თარიღი განსაკუთრებულად მიულოცა. ნოდარ ვახტანგაძეს, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, დაბადების დღის მისალოცად სახლში ეწვივნენ, რომლებმაც უამრავის სიმღერის ავტორს, მრავალი თაობების აღმზრდელს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს და მუნიციპალიეტის სახელით, ფულადი საჩუქრი (500 ლარი) და სპეციალური სიგელი გადასცეს.
ნოდარ ვახტანგაძეს, რომლის წვლილი განუზომელია ახალგაზრდა თაობების ჩამოყალიბებასა და აღზრდაში, საყვარელ საქმე არასოდეს მიუტოვებია და დღესაც, 91 წლის ასაკში ახალგაზრდული შემართებით მიუჯდა როიალს და სტუმრების საპატივცემულოდ რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა.