ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ნოდარ ვახტანგაძეს იუბილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს

22 თებერვალი, 2022

ნოდარ ვახტანგაძეს 94 წელი შეუსრულდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ ხელოვანს, კომპოზიტორს, ღირსების ორდენის კავალერს, ტყიბულის საპატიო მოქალაქეს, ნოდარ ვახტანგაძეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

          

ნოდარ ვახტანგაძე 50 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და იმავდროულად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის ოცამდე მუსიკალური ნაწარმოების ავტორი. მის სახელს უკავშირდება სასახლის თოჯინების თეატრის დაარსებაც. მან მრავალი ღირსეული თაობა აღუზარდა საკუთარ კუთხეს და ქვეყანას.

გააზიარე