ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

N3  საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

1 აპრილი, 2021

ტყიბულში N3  საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად  ხორციელედება. პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბნიძე დაინტერესდა, რომელიც   არსებულ  სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 4 ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 540 000 ლარი იხარჯება.

 

           

 ახალი ბაგა-ბაღი სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს,,თაგი“ აწარმოებს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 
 

გააზიარე